„არის ორი გზა: ან მშვიდად მიიღოთ ამომრჩევლის ნება, ან ასლან აბაშიძის გზა“ - ბოკერია ხელისუფლებას
პოლიტიკა - 14:19, 31 Oct, 2018     1226

პარლამენტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლება, ტრადიციულად, 9 წელზე აპელირებს ოპოზიცია კი საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატის დამარცხებას გარდაუვალს უწოდებენ.

გიგა ბოკერიამ ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ მათ ორი გზა აქვთ:

„უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენლის გამოსვლა მოვისმინე და არც ერთი სიტყვა გუშინდელი ძალადობის დაგმობის, ახალქალაქში ოპოზიციურ პარტიაზე, გრიგოლ ვაშაძის ოფისზე ხელკეტებით თავდასხმის ფაქტის დაგმობის არც ერთი სიტყვა აქ არ მომისმენია. არც ერთი სიტყვა არ მომისმენია იმ სამარცხვინო და სახიფათო განცხადებისგან დისტანცირების ან დაგმობის, რომ თურმე მთავრობის მარცხი არჩევნებში ნიშნავს სამოქალაქო ომის დაწყებას, ანუ თქვენ აპირებთ სამოქალაქო ომის დაწყებას თუ ხალხი უარს გეტყვით. ამას ნიშნავდა თქვენი კოლეგის განცხადება. ენა არ მოგიტრიალდათ, რომ გუშინდელი განცხადება დაგმოთ? ეს დასკვნა გამოიტანეთ, რომ კიდევ იმუქრებით აქ?

ბატონი ვოლსკი გამოვიდა და ვუმხილებივართ ჩვენ ყველანი და ოპოზიცია მთლიანად, რომ რუსეთის მაამებლებიიყავითო და არ გაგვაფრთხილეთ აგრესიაზე დროულად აგვისტოს ომის დროსო. ბატონ ვოლსკის შემიძლია გავუგზავნო 6 აგვისტოს განცხადება მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროსი რუსული ტექნიკის შემოსვლაზე როკიდან, მაგრამ კარგი, ვთქვათ, მე ვცდები ამაშიც. თქვენ კანდიდატი დააყენეთ, რომელიც დღეს ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის შემდეგ, ამდენი წლის მერე ამტკიცებს კვლავ, რომ საქართველომ დაიწყო ომიო. ეხლა კიდე აქეთ ისვრით ბურთს, რომ დროზე არ გაგვაფრთხილეთ თავის დროზეო?

დღეს წინა ხელისუფლების შეფასების არჩევნები კი არ მიმდინარეობს, 2012 წელი კი აღარ არის, დღეს არის თქვენი მოღვაწეობის შეფასების არჩევნები და იმიტომ წააგეთ არჩევნები. ის 2012 წელი იყო, ეხლა 2018 წელია. ჩვენ რომ ხელისუფლებაში ყოფნის გარდა ოპოზიციაში ყოფნა შეგვიძლია, ეგ უკვე ნაჩვენები გვაქვს. მომავალშიც თუ ამომრჩევლის ნება ასეთი იქნება, კვლავ ვიქნებით ოპოზიციაში. მესმის, რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ოპოზიციაში ყოფნა, თქვენი უმრავლესობა ამას ვერ შეძლებს, მაგრამ როგორც სერგი კაპანაძემ გითხრათ, არის ორი გზა - ან მშვიდად ამომრჩევლების ნების მიღების, ან ასლან აბაშიძის გზა. და ასლან აბაშიძის გზა მთავრდება იგივე შედეგით, ოღონდ ბევრად უფრო დრამატული პერსონალური ბედით იმ ხალხისთვის ვინც ასე იქცევა და რისკებით ქვეყნისთვის.ეხლა აირჩიეთ ეგ, სხვა არჩევანი თქვენ არ გაგაჩნიათ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42