"მიუღებელია, ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან როცა დაზარალებულები არ თანამშრომლობენ" - მეზვრიშვილი ახალქალაქის ინციდენტზე
პოლიტიკა - 14:13, 31 Oct, 2018     779
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, დაზარალებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა ამის მიუხედავად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, დამნაშავე პირების მიმართ დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„რაც შეეხება ახალქალაქის ინციდენტს, ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა განხორციელებული, არის მიუღებელი. თუმცა, ამავდროულად მიუღებელია, რაც მე მოვისმინე რამდენიმე განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით. ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან და რაღაც ვადების დაწესება, რომ თუ ვთქვათ, 24 საათში, თუ 48 საათში, ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და ა.შ. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, ამისთვის საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამ საგამოძიებო მოქმედებებს სჭირდება დრო და გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები არ თანამშრომლობენ. არ თანამშრომლობენ, არ ცხადდებიან გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს, თუმცა მიუხედავად ამისა დავუცდით ჩვენ, როცა სურვილი ექნებათ მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ არის თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. დღეის მდგომარეობით არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტზე 15 პირია პასუხისგებაში მიცემული. როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად დანაშაული თუ დადგინდება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამოძიება მიმდინარეობს 239-ე მუხლით, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს და ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. როგორც კი იქნება პირველივე შესაძლებლობა, სურვილი, ვთხოვთ დაზარალებულებს მობრძანდნენ და მისცენ გამომძიებლებს ჩვენება. ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს. გამოიკითხებიან ეს პირები, თუმცა, მხოლოდ გამოკითხვებს არ ველოდებით, მათზე არ ვართ დამოკიდებულები. სხვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე. ბუნებრივია, მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს მას შემდეგ, რაც გამოიკითხებიან პირები. როდესაც ჩვენ უკვე კონკრეტული ინფორმაციები გვექნება, ისევე მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, როგორც სხვა შემთხვევებში“. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42