„ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები იგეგმება - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 13:59, 31 Oct, 2018     2054
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში - არა. როგორც მდინარაძე აცხადებს, პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და შესაძლოა, გუნდს ახალი წევრებიც დაემატოს.


„ბატონი ბიძინა ხშირად ესწრება შეხვედრებს, მათ შორის შტაბთან შეხვედრებსაც. დღის განმავლობაში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, სალომე ზურაბიშვილი ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა. ბევრი რამ არის შტაბში გადასალაგებელი, მათ შორის პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავთ ახალი სახეების შემოსვლას. ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს პატია თავის მუშაობას და შედეგებიც იქნება ადეკვატური. თქვენ ხედავთ რეაქციებს, ადამიანები ამბობენ, რომ შეუძლებელია დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები დაბრუნდნენ სადმე, რომელიმე რგოლში რაიმე თანამდებობაზე, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტად არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სამეგრელოს ტყის კადრები, ციხის კადრები, 10 000 ღამით, სამ საათზე გაღვიძებული ადამიანი, რომლებსაც გაახსენდათ, რომ დილამდე თუ ქონებას არ გადაუფორმებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გამორიცხული იყო, ვეღარ გაიღვიძებდა და ა.შ. ეს საზოგადოებას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუმცა, პირველ ტურში, როგორც ჩანს, კარგად ამის გათვითცნობიერება ბოლომდე არ მოხდა. ჩვენც გვქონდა გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომუნიკაციების გაძლიერებას ვგეგმავთ, ასევე სოციალური პრობლემებზე მეტ ორიენტირებას...

პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე. მათ შორის, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის სოციალური მდგომარეობა. ადამიანებს ამ მიმართულებით მეტი დინამიკა, მეტი ტემპი სჭირდებათ. „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევა არის მოქალაქეებთან კოორდინაცია სწრაფად და მეტად განახორციელოს. ასევე, გარკვეული საკითხები დაკავშირებულია მენეჯმენტთან, მათ შორის კომუნიკაციის კუთხით. ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რასაც ვაკეთებთ, ისიც არ მიდის საზოგადოებამდე. მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა, რომელსაც კარგი ბექრაუნდი აქვს და იმედი გვაქვს, ეკონომიკური გუნდი შეძლებს იმ გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს, რომელიც მოსახლეობამ ამ არჩევნებზე გამოგვიგზავნა“, - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42