„როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება" - სერგო რატიანი „ოცნებას“ მიმართავს
პოლიტიკა - 13:45, 31 Oct, 2018     478
პარლამენტის საშემოდგომი სესიის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება", - მიმართა სერგო რატიანმა მმართველ გუნდს.


„მთავარი, რის გამოც თქვენ დამარცხდით, არის ის სიღარიბე, რომელიც თქვენ მოიტანეთ; მთავარი იყო კორუფცია, რომელიც მოიტანეთ და დააბრუნეთ შევარდნაძის დროინდელი კორუფცია; მთავარი იყო ის ძალადობა, რომელიც დააბრუნეთ; მთავარი იყო ის, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ სარალიძის შემთხვევაში თქვენი ჩინოვნიკები ხელს აფარებდნენ მკვლელებს და მთავარია, რომ მათ დაინახეს თქვენ, პარლამენტი, ხელს აფარებდით პროკურორებს.

სწორედ ამიტომ გითხრათ ქართველმა ხალხმა უარი. ქართველმა ხალხმა გააცნობიერა თუ რა საშიშროების წინაშე იდგა. თქვენმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, ამას არ დაუშვებდა ქართველი ამომრჩეველი და ხალხი"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა.

დეპუტატის განცხადებით "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური კრიზისია.

"დემოკრატიულობის ტესტი მაშინ არ არის, როდესაც იგებთ და კარგი რეიტინგები გაქვთ. ეს ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც აგებთ არჩევნებს და სწორედ ამ დროს, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აგებდით და საკმაოდ სუსტად გრძნობდით თავს, მიმართავდით ძალადობას.

როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება. ეს ბუნებრივია და ამაში არაფერია გასაკვირი. მთავარია, რომ ეს დამარცხება არ იყოს მტკივნეული ქვეყნისთვის და არ იყოს მტკივნეული საზოგადოებისთვის, თქვენთვის და ჩვენთვის ყველასთვის“, -განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42