"თუ მთავრობა კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის გაწვევას გადაწყვეტს, ინიციატივა გაწვეული იქნება" - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 13:41, 31 Oct, 2018     814
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა.

ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით დეპუტატების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის ავტორი მთავრობაა და შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება მისი პარლამენტიდან გაწვევა.

„გუშინაც და დღესაც მარიხუანასთან მიმართებით საუბარია მხოლოდ ერთ კანონპროექტზე, საუბარია მარიხუანის მოხმარების კანონპროექტზე, რომლის ავტორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელიც მოხმარებას საზოგადოებრივი თავშეყრისა და სხვა ადგილებში, აქცევს მკაცრ ჩარჩოებში. რაც შეეხება კულტივაციის ნაწილს, კულტივაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა არის გადადებული განუსაზღვრელი ვადით. არც გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე და არც დღეს პლენარულ სხდომაზე, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება გაწვევას, საუბარია ოთხ დეპუტატზე, რომლებმაც გუშინ ეს ინიციატივა წარმოადგინეს გაწვევის შესახებ, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები. ეს პროცედურები კარგად იციან დეპუტატებმაც და კარგად იციან მთავრობის წევრებმაც. კანონპროექტის ავტორი არის საქართველოს მთავრობა. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული, იქნება გაწვეული, მაგრამ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ ეს რაღაც შფოთვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად უადგილო. მოსული ვარ დღეს იმისთვის, რომ მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი გამოვიტანო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება, გასაგებია ეს განცხადებები, თუმცა პროცედურა როგორიც არის, იმ პროცედურას მიყვება საქართველოს მთავრობა. გასაგებია მათი მოსაზრება, მთავრობამ გააკეთა უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება, კონსენსუსის შედეგი, რომ ეს კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება და გადადებულია მისი განხილვა განუსაზღვრელი ვადით. გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი პროცედურები. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაწვეული იქნას ეს კანონპროექტი, გაწვეული იქნება, თუ არ მიიღებს, არ იქნება.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42