"ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რომ გზა მხოლოდ მოიფრეზოს და ახალი საფარი გადაეგოს, ეს არ არის გაკეთებული საქმე" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 13:31, 31 Oct, 2018     855
„ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რომ გზა მხოლოდ მოიფრეზოს და ახალი საფარი გადაეგოს. ეს არ არის გაკეთებული საქმე“ - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში არ შევეხოთ ამ კონკრეტულ ადგილებს, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულება. მე მხედველობაში მაქვს მიწის ქვემოთ ჩასვლა და იმის გაკეთება, რაც იქნება გასაკეთებელი, წყალი იქნება თუ სადენები, რომელიც გადადის ჰაერში. ყველაფერი მიწის ქვემოთ ჩავა. ყველა პროექტზე გვაქვს ერთნაირი მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება, რომ უნდა მოვაწესრიგოთ სანიაღვრეები, წყალარინების სისტემა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რომ ისე არ დაგვემართოს, ახალი გზა გადავაგოთ და შემდეგ, რამდენიმე კვირაში გადათხრა მოგვიწიოს დაზიანებების გამო. ამას დრო სჭირდება და ამის გამო გარკვეული შეფერხებები იყო ქალაქში, მაგრამ ყველამ გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება თბილისისთვის და მისი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 20 დღის ვადაში დასრულდება ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ მიზნით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში მოძრაობა გადაიკეტება ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე.

„საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მხედველობაში მაქვს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, წყალარინების სისტემის მოწესრიგება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და სერიოზულ პრობლემას ქმნიდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, გზის საფარი იქნება მოწესრიგებული, ასევე, საპარკინგე ადგილები. შეუძლებელი იყო მანქანა გაეჩერებინა იქ ადამიანს. თვითონ ქუჩაც ვიწროა და ამის შესაძლებლობა არ იყო, თუმცა ჩვენ რა რესურსიც გამოვნახეთ, შევქმენით დამატებითი საპარკინგე ადგილები და არსებულ საპარკინგე სივრცესაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც“ ახორციელებს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42