"თუ თავისუფლების ფასი არ იცოდი, ჯანსუღი თავისიანად არ მიგიღებდა! „იბერიაში“ თავისუფლებას არავინ მიზღუდავს! სწორედ ეს არ მოეწონათ..."- ვანო პავლიაშვილი
პოლიტიკა - 13:22, 31 Oct, 2018     1118
ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იბერიაში განვითარებულ მოვლენებზე წერს და აცხადებს, რომ „იბერია“ ის ადგილია, სადაც მას, როგორც ჟურნალისტს და როგორც მოქალაქეს თავისუფელბას არავინ უზღუდავს. პოლიტიკურ ელიტებს კი სწორედ ეს არ მოეწონათ და „იბერიას“ ფინანსური პრობლემები შეუქმნეს. პავლიაშვილის თქმით, ჟურნალისტები კი არ ხდებიან, ჟურნალისტებად იბადებიან და როც ადამიანი შინაგანად ჟურნალისტია ყურადღებას არაფერს აქცევს, მათ შორის, არც ანაზღაურებას:


„იბერიაზე“ რამდენიმე გადაცემა კი არ მიმყავდა, არამედ, მიმყავს. ცხადია, მკითხავთ, არხი დაიხურა და გადაცემები როგორღა მიგყავთო? მარტივად გიპასუხებთ: ჯერ ერთი, ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ „იბერიას“ მაუწყებლობა ადრე თუ გვიან განახლდება. მეორეც, ჟურნალისტიკა ჩვეულებრივი ბრძოლაა. ბრძოლის მიტოვება კი, მინიმუმ, არაეთიკურია. ისე, ყველამ იცის, რომ სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ჩემი უახლოესი ადამიანი იყო. აქამდე არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვამბობ - მე ჯანსუღის ჯილა ვიყავი! დიახ, თუ თავისუფლების ფასი არ იცოდი და თავისუფალი არ იყავი, ჯანსუღი თავისიანად არ მიგიღებდა! ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ ის მგონია, რომ ადამიანებს თავისუფლების ეშინიათ! იცით, ამას რატომ გეუბნებით? - „იბერია“ ის ადგილია, სადაც მე, როგორც ჟურნალისტს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლებას არავინ მიზღუდავს! პოლიტიკურ ელიტებს სწორედ ეს არ მოეწონათ და „იბერიას“ ფინანსური პრობლემები შეუქმნეს, რის გამოც არხის მაუწყებლობა შეწყდა, მაგრამ მე და ჩემი ბევრი კოლეგა იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომლებმაც 90-იანი წლები გამოვიარეთ. მახსოვს, მაშინ ქალაქში ტრანსპორტიც კი არ მოძრაობდა და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით მივდიოდით, მასალა რომ მოგვეპოვებინა და ჩვენი პროფესიული მოვალეობა შეგვესრულებინა!

ხშირად ვამბობ ხოლმე, ჟურნალისტები კი არ ხდებიან, ჟურნალისტებად იბადებიან-მეთქი და მართლაც, ასეა - როცა ჟურნალისტი შინაგანად ხარ, ყურადღებას არაფერს აქცევ, მათ შორის, არც ანაზღაურებას. იმას არ ვამბობ, რომ ალტრუისტი ვარ-მეთქი, მაგრამ პოეტს ლექსის წერაში ჰონორარს ხომ არ უხდიან, ან კომპოზიტორს, რომელიც მუსიკას წერს? ასეა ჭეშმარიტი ჟურნალისტიკაც...

რაც შეეხება იმას, სად ვარ და რას ვაპირებ, ისევ იქ ვარ, სადაც აქამდე ვიყავი, ანუ ჟურნალისტიკაში! ბოლო წლებში ჟურნალისტიკად რატომღაც მხოლოდ ტელევიზია ითვლება. ჩემზეც გამიგია, არასატელევიზო სახეაო, მაგრამ ჟურნალისტობა მხოლოდ მიკროფონის დაჭერა და კამერის წინ თავის მოწონება არაა. კარგ ტელეჟურნალისტის კალამიც უნდა უჭრიდეს და ენაც. მოკლედ, წერაზე უარი არც მაშინ მითქვამს, სანამ „იბერიას“ მაუწყებლობას დროებით შეაჩერებინებდნენ და, ბუნებრივია, არც ამის მერე ვიტყვი!

ისე, ამის აფიშირებას არასოდეს ვახდენ, მაგრამ პროფესიონალი პიარმენეჯერიც ვარ. ასე რიმ, დღესაც, სანამ „იბერია“ ეთერში დაბრუნდება, უამრავი საქმე მაქვს და ხანდახან ძილიც კი მენატრება ხოლმე!“-აცხადებს ვანო პავლიაშვილი.

წყარო „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42