თბილისში, ხორავას ქუჩაძე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის ყველა ღირსეულ პოლიციელს პატოვს სცემს.
შვილმოკლული მამა ხელისუფლებას მიმართავს, რომ ციხიდანაც კი იბრძოლებს სიმართლისთვის:
"ყველა ღირსეულ პოლიციელს პატივს ვცემ, ვისაც მართლა უყვარს და აფასებს იმ მუნდირს რომელიც ტარების უფლებაც მათ სახელმწიფომ მიანიჭა.(სახელმწიფო არ გაგვაჩნია მაგრამ მაინც).
ხოლო ვინც ბოროტად იყენებს და შეურაცხყოფას აყენებს ღირსეულ პოლიციელებს მათი მტერი ვიყავი ვარ და ვიქნები.
მე მზად ვარ პასუხი ვაგო იმ დასბუთებულ დანაშაულზე რაც მიმიძღვის პოლიციელების მიმართ,მაგრამ პირობას ვდებ ყველა პასუხს აგებს სამართლებრივად ვინც ჩემს ოჯახს შეეხება ზედმეტად და ვინც ამ ბრძოლაში ხელს შემიშლის.
მე არ მითხოვია თქვენთვის შეწყალება და არც არასდროს არ გთხოვთ, ჩვენ გლეხები ღირსების მატარებლები ვართ და არა - მათხოვრები.
ციხეში ,გარეთ თუ მიწაში ვიქნები ამით ვერ მიაღწევთ ჩემს გაჩერებას.
საიქიოდანაც ვიბრძოლებ ჩემი შვილის ღირსებისთვის და სამართლის აღსადგენად.
და ბოლოს.
თქვენ კომისია დატოვეთ პრეზიდენტის სკამისთვის და გაყიდეთ ჩემი შვილის სული და ღირსება"- აცხადებს სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






