„პარლამენტის ასეთი წევრი არ უნდა არსებობდეს ეს არის დანაშაული“ - ოპოზიცია გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს
პოლიტიკა - 12:32, 31 Oct, 2018     1004

მმართველი გუნდის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს იქნება „სამოქალაქო ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ ფოფხაძის აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდის გარკვეული წარმომადგენლები ეთანხმებიან.

აღნიშნულს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ ფოფხაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა:

„სამარცხვინო იყო დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადება გუშინ, ერთის მხრივ კალაძე, რომელიც ამბობს, რომ გავიგეთ ხალხმა რაც გვითხრა ამ არჩევნებზეო და მეორეს მხრივ, დეპუტატები, რომლებიც მწყობრად დაეწყვნენ და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გედევან ფოფხაძის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ასეთი წევრი საერთოდ არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არის დანაშაული, რომელიც მან ფაქტობრივად ჩაიდინა, ეს არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. იგივეს იმეორებს ბატონი სესიაშვილი და ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში, ამას პარლამენტის მხრიდან უნდა ჰქონდეს რეაგირება. თუმცა, მთავარი რეაგირება იქნება არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიანად, დავაფიქსირებთ ჩვენს გამარჯვებას და გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას, საქართველო დაიწყებს განვითარების ახალ ეტაპს. ცოტა დარჩა, სანამ ეს უკანონობები ხდება ქვეყანაში, ყველაფერს აღვკვეთთ და მშვიდობიანად განვავითარებთ ქვეყანას“, - განაცხადა ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42