„მე მაქვს არჩევანი“ - წულუკიანის ყოფილი მოადგილე მმართველ გუნდს „ქოცებს“ უწოდებს
პოლიტიკა - 12:12, 31 Oct, 2018     3892
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა , ფეისბუკზე სტატუს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ის ორივე კანდიდატის გადახაზვას აპირებს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, „ქართულ ოცნებას“ სტატუსში ოპოზიციაში გავრცელებული სახელით „ქოცებად“ მოიხსენიებს:


„მე არ ვაპირებ მივცე ხმა მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს და აი, რატომ:

1. ჩემი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდა, თუმცა ამის მოლოდინი არც მქონდა.

2. არც ვაშაძეს და არც ზურაბიშვილს ხმას არცერთ სიტუაციაში არ მივცემ, რადგან არცერთი არ შეესაბამება ჩემ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფასეულობებს.

3. მე არ ვეხები მათ პიროვნებას. იარლიყების მიწებება ჩემი სტილი არ არის. მთავარი ისაა, რომ ორივე მათგანი საკუთარი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ფიგურა კი არ არის, არამედ ვიღაც სხვისი წარმომადგენელია. ორივე შემთხვევაში ეს ვიღაც „სხვა“ ავტოკრატია, რომლის მთავარი მიზანი პიროვნული ძალაუფლების მოპოვება ან/და შენარჩუნებაა და არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა.

4. რომელი რომელს სჯობს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ამაზე ორთოდოქსმა ნაცებმა და ქოცებმა იდავონ. მე ვერ გავხდები რომელიმე მათგანის მძევალი და არ დავყვები მათ პრიმიტიულ ლოგიკას, რომ თუ „მოღალატეს“ მისცემ ხმას, შენც მოღალატე იქნები, ხოლო თუ ვაშაძეს მისცემ ხმას, ამით სისხლში გაისვრები, რადგან სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას მიეცი ხმა. სწორედ ასეთი მიდგომაა ფაშიზმიც, ბოლშევიზმიც და ყოველივე სხვა უბედურება, რადგან არცერთი არ იგუებს განსხვავებულ პოზიციას.

5. მე ვთვლი, რომ საჭიროა რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც სახლში დარჩენილი ხალხის ინტერესის გამომხატველი იქნება. პირველ ტურში არგამოცხადებული 55%-დან 20% მაინც ხომ არის ისეთი, რომელიც სიამოვნებით წავიდოდა არჩევნებზე, მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი რომ ჰყოლოდა?

6. ამასთანავე, მე მაქვს არჩევანი, როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში: ან არ უნდა წავიდე არჩევნებზე, ან უნდა წავიდე და გადავხაზო ორივე კანდიდატი. ამ ორი შესაძლებლობიდან, მე პირადად, ვირჩევ მეორეს. ვიცი, რომ ჩემი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება, მაგრამ არა უშავს. გამარჯვებული კანდიდატის ლეგიტიმაცია ამ ერთი მიუცემელი ხმით მაინც შემცირდება. სხვას შეუძლია აირჩიოს მეორე ვარიანტი და დარჩეს სახლში.

ამდენად, ვისაც არ გაქვთ პოზიტიური არჩევანი, ნუ გახდებით რომელიმე მხარის უკიდურესად აგრესიული ნეგატიური კამპანიის მსხვერპლი და ნუ განამტკიცებთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ თქვენთვის მიუღებელი კანდიდატის ლეგიტიმაციას. დარჩით სახლში ან წადით და გადახაზეთ ორივე კანდიდატი.“- წერს ალექსანდრე ბარამიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42