"მოვუწოდებ ორივე მხარეს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან" - ომბუდსმენი ახალქალაქის ინციდენტზე
პოლიტიკა - 11:39, 31 Oct, 2018     697
სახალხო დამცველი ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

ომბუდსმენი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გააცნობიერონ კონტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. გიორგი ვაშაძის მითითებით, შტაბთან გამოცხადებულ თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენძელ მკოიანის ოჯახის წევრი იყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში შეფასება მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42