ანაკლიის პორტის მასშტაბური სამშენებლო სამუშოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოინახულეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:20, 31 Oct, 2018     1666

ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში მოქმედმა ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, იაპონიის, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვის მასშტაბური სამუშოები მოინახულეს.

ელჩებს ანაკლიის პორტში პროექტის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და პორტის მენეჯმენტმა უმასპინძლეს. სამუშაოებისა და მსოფლიოში უდიდესი დამაღრმავებელი გემის „ათენას" მონახულების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა: „პირველად ვარ ანაკლიაში და ბედნიერი ვარ, რომ დეტალრუად შევიტყვე ამ უნიკალური და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვს და მათ შორის იაპონიისთვის. მჯერა, რომ ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში".

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, იოჰანეს დოუმა: „ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე მეხუთედ ვარ და ძალიან შთამბეჭდავია ეს პროგრესი რაც პორტის მშენებლობამ გაიარა. დღეს ამაყი ვარ, რადგან ეს [„ვან ოორდის" გემი „ათენა"] ჩვენი გემია. მიხარია, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებ, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება. სამომავლოდ კი ჩვენმა ქვეყანამ ანაკლიის პორტისგან სარგებელიც უნდა მიიღოს - ჩვენ ყველაზე დიდი პორტი გვაქვს და ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები ვიქნებით. ასევე, ერთად ვიმუშავებთ ლოგისტიკის განვითარებისთვის".

რუმინეთის ელჩი საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბა: „ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და უკვე მეორედ ვსტუმრობ ახალი პორტის მშენებლობის პროცესს. ძალიან საინტერსოა მისი განვითარება, ის ტექნოლოგიები, რასაც მისთვის იყენებენ და პროექტის კონცეფცია. მიხარია, რომ საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში ამუშავდება".

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი,: „მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ანაკლიის პორტის მიმართ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ელჩებთან, მათ დაათვალიერეს მშენებლობის პროგრესი და მიმდინარეობა, ეწვივნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაღრმავებელი გემს რომელიც ჩვენთან მუშაობს".

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის" სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის" მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი, რომელთა ჯამური სიგრძე 2 436 510 მეტრს შეადგენს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42