"თურქეთის ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 20:49, 30 Oct, 2018     716

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტს ნაილ ოლფაქს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. თურქული ინვესტიციები განხორციელებულია ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორი, ტრანსპორტი და სხვ. ამავე დროს, როგორც შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ქართული მხარე მზადყოფნას გამოხატავს გააღრმაოს საქართველო - თურქეთის პარტნიორული ურთიერთობები და სთავაზობს მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა საინვესტიციო სექტორებში.

ორმხრივ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი DEIK-ის წევრ კომპანიებს შეხვდა, რომელთაც ან აქვთ ბიზნესი საქართველოში, ან გეგმავენ ინვესტიციის განხორციელებას.

„თურქეთის საქმიანი წრეების მხრიდან ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი ძალიან დიდია. ამავე დროს, მათ დასვეს საკმაოდ მწვავე შეკითხვები, რომლებიც მათ აინტერესებთ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით. ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად შევისწავლით და ამის გარანტია მივეცით. თურქი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ. მიგვაჩნია, რომ ამით გვექნება კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა, თურქული ინვესტიციების ხარჯზე საექსპორტო სექტორებიც გავზარდოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42