გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნების წაგების შემდეგ, ხელისუფლება ოპოზიციის ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს.
"წაგებული პირველი ტურის შემდეგ გადაწყვიტეს, დააშინონ ის ადამიანები, ვინც თავდადებით, თავგანწირვით იმუშავა. ეს ადამიანები იდეის ერთგულები დარჩნენ, არ გაიყიდნენ. ამ ადამიანებმა უპირველეს ყოვლისა იმუშავეს, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს არჩევნების გაყალბება. "ქართული ოცნება", რომელიც გველაპარაკება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენელი ნაწილია, უნდა რევანში და არეულობა, რაღაც შურისძიებაზე ლაპარაკობენ... მშვიდობიანი გზით, კანონის ფარგლებში ვაპირებთ საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას. შეხედეთ რა დღეში არიან ჩვენი მხარდამჭერები: ორი დაშავებული აქ, საავადმყოფოშია, ერთი კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. კრიმინალური ბანდები მართავენ საქართველოს, ვიცოდით, რომ ფარცხალაძეს და სუბელიანს ყავს კრიმინალური ბანდა, ახლა გავიგეთ, რომ კრიმინალური ბანდა ყავს ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატს ენზელმ მკონიანს. კიდევ რამდენ კრიმიუნალურ ბანდას ვნახავ არ ვიცი.
მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მივმართო- ასეთი პროვოკაციები იქნება ბევრი, რადგან ეშინიათ თქვენი, ეშინიათ რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ცდილობენ ჩვენს დაშინებას. 6 წელიწადი ვერ შეგვაშინეს და ახლა როგორ მოახერხებენ ამას.
კატეგორიულად მოვითხოვ რომ შესაბამისი ზომები იყოს მიღებული, რადგან მცდელობაა ქვეყანაში დაპირისპირების გამოწვევის, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციას ვერ გამოიწვევენ. პროვოკაციაზე არ წამოვეგებით, ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა არჩევნებამდე, არჩევნეზე და არჩევნების შემდეგ"- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავს პროვოკაციებს არ გამორიცხავს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა მათ მხარდამჭერებს უსწორდებიან.
"სადაც დაესხმებიან, ყველგან მივალთ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მართავს არა კრიმინალური დაჯგუფებები - ფარცხალაძეების, მკოიანების, სუბალიანების, არამედ კანონი და კონსტიტუცია"- თქვა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






