„სრულიად ქოცობა დემორალიზებულია. არაადეკვატურ განცხადებებს, განცხადებებზე აკეთებენ. გაერთიანებული ოპოზიცია ინარჩუნებს სიმშვიდეს. ჩვენ გამარჯვებული ვართ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ქართულ სახელმწიფოში პროგრესული საქმის საკეთებლად.
რეებს ბჟუტურებთ, რა სამოქალაქო ომი, რა რევანშიო?
გაქვთ შანსი, არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს და თქვენი მმართველობის ბოლო ფაზაში, ერთი სიკეთე მაინც გაუკეთოთ სახელმწიფოს. დაიოკეთ ნერვები. წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთავთ და განსაკუთრებით „გადამფრენ ფრინველებს“ მინდა მოვუწოდო - მოეშვით წყლის ამღვრევას, ნუ ხართ შეშინებულები, ჩვენ გვჭირდება ყველა, რადგან მომართული ვართ ერთიანობისა და ქართული საქმის კეთებისკენ. დაფიქრდით და მიხვდით, რომ ეს არის სწორედ ჩვენი მორალური უპირატესობა.
გარდაუვალია, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტია! ამის, მხოლოდ ოფიციალური გაფორმებაღა დარჩა!“ - წერს ედპ-ის თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






