ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს, "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნან და ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღნიშნულ საკითხს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების პირველი ტურის დამთავრების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიდიან ძალიან ბევრგან, ძალიან უხეშ პროვოკაციაზე, როგორც ჩანს მათ მოახერხეს რეალიზება გარკვეული პროვოკაციის, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებით დადგინდება ყველაფერი, ხელის დაფარებას ნამდვილად არავიზე ვაპირებთ, ამიტომ ჩვენს მომხრეებსაც მოვუწოდებთ, გარკვეული გამძლეობა გამოიჩინონ და ამ პროვოკაციებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






