სესხის გაცემაზე რეგულაციები ამოქმედდება არაუგვიანეს 15 ნოემბრიდან - ეროვნული ბანკის განცხადება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:48, 30 Oct, 2018     2475
ეროვნული ბანკის ინფორმაციით გასული კვირის განმავლობაში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით.


სებ-ის განცხადებით დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება. კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ. ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვნად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

„შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომენტარებისათვის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და მსესხებელთა დაცვა არაპროპორციული ფინანსური რისკებისგან. პროექტი საბოლოო რედაქციამდე ექვემდებარებოდა როგორც პრინციპულ, ისე შინაარსობრივ და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა.“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42