"აგონიაში მყოფი ქართული ოცნება ძალადობაზე მიდის... ჩვენი შტაბის წევრებზე თავდასხმას "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 15:26, 30 Oct, 2018     1291
ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. ვაშაძის თმით, ახალქალაქის ოპოზიციას შტაბის წევრებს "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ძმის ხელმძღვანელობით დაესხნენ თავს და აგონიაში მყოფი „ქართული ოცნება“ პროვოკაციასა და ძალაობაზე მიდის:

„აგონიაში მყოფი ქართული ოცნება, პირდაპირ პროვოკაციაზე და ძალადობაზე მიდის, ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტი და მინდა ვუთხრა ჩვენს თითოეულ შტაბის წევრს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ მშვიდობიანად უპასუხონ აბსოლუტურად ყველაფერს. მათ ინტერესში არის პროვოკაციები, რომელსაც ისინი აწყობენ და აუცილებლად მშვიდობიანად უპასუხეთ, რაც შეეხება ახალქალაქში მომხდარ ფაქტს, ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი, წარმომადგენლები საოლქო კომისიაში, აბრაამ აბრნამიანი, ტიგრან აბრანამიანი და მიშა ამბალიანი, არიან სასტიკად ნაცემები, ხელკეტებით დაესხნენ თავს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ჩვენს შტაბს, ჩვენს ოფისში, ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენძელ კოიანის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმა, არტურ კოიანი და ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია, ასევე მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა თავს ჩვენს შტაბს და ხელკეტებით იყვნენ შეიარარებულები და სასტიკად არიან ნაცემები, ასევე ჩვენი ინფორმაციით, აბრაამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში, იმდენად მძიმე ტრავმები აქვს.

აბრაამ აბრამამიანი და ტიგრამ აბრამამიანი, არიან ჩვენი წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათ დღეს ექვს საატამდე ჰქონდათ ვადა, რომ შეეტანათ საჩივრები. შეგახსენებთ, რომ სწორედ ახალქალაქში ყველაზე მასიურად მოხდა არჩევნების გაყალბება და „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ის დამსახურებული პირველი ადგილი, რაც ჩვენ ავიღეთ არჩევნებში, როგორმე მოგვპაროს და ამას უკავშირდება ეს ყველაფერი, რომ როგორმე ვერ მოახერხონ ამ ადამიანებმა შეტანა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ახალქალაქის საოლქოში იყო პირდაპირი ფიზიკური თავდასხმა ჩვენი კომისიის წევრზე, ტეონა ჭალიძეზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აბრაამი და ტიგრანი. იქ ხდებოდა მათთან მიმართებაში პირდაპირი მუქარა, რომ აუცილებლად ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, როგორც კი თბილისიდან ჩასული დამკვირვებლები დატოვებდნენ ახალქალაქს. როგორც ჩანს ამის პირდაპირი მითითება აქვთ „ქართული ოცნების“ შტაბიდან.

მე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვუთხრა, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრ ღირსეულ პოლიციელს, რომლებმაც უარი თქვეს პირდაპირი პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე არჩევნების დღეს, ეს არის პირდაპირი უკანონობა, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკავებულ იქნას არტურ კოიანი, თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის ძმა. მე მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომ ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომელსაც თქვენ ალბათ ახლაც გაძლევენ და ბატონ გახარიას მინდა მივმართო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდება რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა თქვენს ძალადობაზე, რაც არ უნდა დაგეგმოთ, გიპასუხებთ მშვოდობით, წყნარად, იმიტომ, რომ თქვენ უკვე მიიღეთ შესაბამისი პასუხი არჩევნებზე, აუცილებლად, მეორე ტურში დაგამარცხებთ, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და რაც არ უნდა შეეცადოთ პროვოკაციების მოწყობას, ამას ვერ შეცვლით ვერც ერთ შემთხვევაში.

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ახლა გზაში იმყოფება, მიემგზავრებ ახალქალაქში, ჩვენც აუცილებლად წავალთ და ადგილზე გავეცნობით სიტუაციას.", - აცხადებს ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42