ბათუმის ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საზოგადოება - 10:15, 07 Sep, 2013     959

დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

 

მისიის წარმატებით შესრულებისთვის გაძლიერებული სამშვიდობო მსუბუქი ქვეითი ოცეული პოლკოვნიკმა სილვესტერ ქენონმა ალაბამას შტატის პატივისცემის მედლებით დააჯილდოვა. ქართველი სამხედროების მოქმედება ამერიკელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს და მათში ორი ძირითადი ელემენტი - პროფესიონალიზმი და ინტეგრაციისკენ სწრაფვა გამოყვეს. ოცეულის სამხედროები, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთმა გაძლიერებულმა ოცეულმა ჩაანაცვლა.

 

ბათუმის ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის ოცეულმა საერთაშორისო მისიის შესრულება თავდაპირველად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში „ვორჰაუზ“-ის ბაზაზე დაიწყო. ამერიკული სარდლობის თხოვნით, ადლიის ცალკეული ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ქ. ქაბულში მდებარე ბაზა „ვერჰაუზიდან“ ამერიკულ ბაზა „ფენიქსზე“ გადავიდა. ქართული კონტიგენტის „ფენიქსის“ ბაზაზე გადაყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42