მძღოლის სისხლში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა დასჯადი აღარ იქნება
პოლიტიკა - 13:44, 30 Oct, 2018     2587
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებათ მძღოლებს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ სისხლში აქვთ. ეს ცვლილება, 30 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, რომელიც მარიხუანის მოხმარების სანქციების გამკაცრებას ეხება, ცვლილებები დეპუტატებს შს მინისტრის მოადგილემ ნათა მეზვრიშვილმა გააცნო.

კანონპროოექტის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ მძღოლებს რომლებიც კლინიკური თრობის ქვეშ იქნებიან. თუ პირი კლინიკური თრობის ქვეშაა საჭესთან და ამას დაადასტურებს გამოკვლევა ან ტესტი, მხოლოდ მაშინ დაეკისრება მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არა იმ შემთხვევაში თუ ამ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა 40 ან მაგალითად 3 დღის წინ. განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

„რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ხარისხს და მის განსხვავებას ალკოჰოლის ზემოქმედების ხარისხისგან - მე არ ვამტკიცებ, ამას ამბობენ ექსპერტები, მათ შორის ის ექსპერტები, რომლებიც გამოიკითხნენ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იძლეოდნენ ჩვენებებს და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. დარწმუნებული ვარ, ყველა სხდომას ესწრებოდით, რომ საშიშროების ხარისხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლური საშუალება ერთმანეთისგან განსხვავდება. აქედან გამომდინარე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ თქვენ სახელმწიფომ, კანონმდებელმა შეგიძლიათ ალკოჰოლისგან განსხვავებული რეგულაციები დააწესოთ ნარკოტიკებთან მიმართებით და ახლა ეს ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს მარიხუანაც დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებაა. შესაბამისად სასამართლომაც დაგვრთო ნება და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ჩვენ მარიხუანა მივიჩნიოთ ნარკოტიკულ საშუალებად და მასთან დაკავშირებით შედარებით მკაცრი რეგულაციები დავაწესოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არ არის პრივატულ სივრცეზე, სადაც მოხმარება საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არსებობს გარკვეული ლეგიტიმური მიზნები რა მიზნითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გარკვეულ ადგილებში, გარკვეულ სივრცეში, გარკვეული პირების მიერ, შეიძლება აიკრძალოს. ყველაფერი ხომ შედარებითია? გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მარიხუანაზე მაქვს საუბარი, ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და დღეს თქვენ არ გინდათ ის, რომ ასეთი საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი, როდესაც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, დავსაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თამამად ვამბობ, ნოლია სტატისტიკა. აი ამ პირობებში, რომ ნოლია სტატისტიკა, ჩავთვალოთ, რომ არ გადაგვიმოწმებია, რატომ უნდა არსებობდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალების, თუნდაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, კლინიკურ ზემოქმედებაზეა საუბარი, იმაზე არ ვსაუბრობ 3 დღის წინ რომ მოიხმარა და დღეს რომ საჭესთან დაჯდა. 2 საათის წინ რომ მოიხმარა და უკაცრავად, ჟარგონი უნდა გამოვიყენო „განგრეულ კაიფშია“ პირი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, იმიტომ რომ სხვა შესატყვისს ვერ ვფიქრობ უბრალოდ, რომ სიტუაცია მთელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ, ესეთი პირი, რომ საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით. გეთანხმებით აბსოლუტურად, მოგყვებით იმაში, რომ გადამოწმების მექანიზმები, რაც გვაქვს დღეს არაჰუმანურია, გეთანხმებით, რომ ყოფილა ამ მეთოდების ბოროტად გამოყენების შემთხვევები და ვამბობთ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონახა რაღაც გზა იმისთვის, რომ ეს მეთოდი გახდეს უფრო ჰუმანური. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის უკვე აღსრულების ნაწილში შესაბამისი აღმასრულებლის, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეცია და არ ვაპირებთ, რომ მძღოლები, ისევ ჟარგონს გამოვიყენებ, „ვათრიოთ“ საექსპერტო დაწესებულებებში, შევაფერხოთ მოძრაობა, მანქანები ადგილზე დავაყრევინოთ და ა.შ. , თუმცა ამის შესაძლებლობას დღეს არსებული კანონმდებლობა იძლევა, მანამ სანამ არ გვექნება აღსრულების უფრო ჰუმანური მექანიზმები.

ახლა, მარტივი მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ დღეს არსებული რეგულაცია როგორია. წარმოიდგინეთ, რომ პირი ზის, სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ალკოტესტზე გადავამოწმეთ და არ აღმოჩნდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ვიზუალური დათვალიერებით ეტყობა ადამიანს, რომ ფხიზელი არ არის. სანამ ტესტი გვექნება, დიახ, მოვკიდებთ ხელს, გადავიყვანთ და შევამოწმებთ შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, ანუ გამოვიყენებთ არსებულ მექანიზმს" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42