დეპუტატ ეკა ბესელიას მტკიცებით, ის ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მისი მტკიცებით ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული არ არის.
"ქალბატონ სალომესთან მე მქონდა გუშინ კომუნიკაცია, ვიცი, რომ ის ძალიან აქტიურად ემზადება მეორე ტურისთვის. ვემზადებით ჩვენც - პარტია კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს იქნება ძალიან კარგად დასანახი მოგვიანებით და ეს ეხება ყველა მიმართულებით მენეჯმენტის მართვის, ადამიანური რესურსების კუთხით. იმ ადამიანების მეტად ჩართვით ვინც ეს გამარჯვება მოიტანა 2012 წელს"- განაცხადა ბესელიამ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, "ქართულ ოცნებასა" და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის არსებულ მწვავე დაპირიპსირებაზე აქტიურად საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" გაუნაწყენდდა და კანდიდატურის მოხსნითაც კი დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






