45 კაციანი ექიმთა ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს
საზოგადოება - 21:55, 06 Sep, 2013     2290



" ჩვენ უკვე 5 რეგიონში ვიყავით, ახლა ხარაგაულში მივდივართ, სადაც მაღალმთიანი სოფლების 350–მდე პაციენტს მოვემსახურებით. მათ ყველანაირი სახის გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ექიმები გვიერთებიან ასევე რეგიონებიდანაც, მაგალითად ხარაგაულში გურიის რამოდენიმე ექიმი დაგვემხმარება",–აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მაკა ბულეიშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, სამედიცინო გამოკვლევებს წლის ბოლომდე საქართველოს კიდევ ბევრ რეგიონში ჩაატარებენ.

"ჩვენ ვგეგმავთ სამეგრელოში წასვლას, დუშეთიდან არის მოთხოვნა და მეორედ წავალთ იქ, მოთხოვნა არის ასევე კახეთიდან. წლის ბოლომდე საქართველოს კიდევ ბევრ რეგიონში ვაპირებთ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას",– აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი რეგიონებში ტრენინგების ჩატარებასაც გეგმავს.

ბულეიშვილის განცხადებით, რეგიონების მოსახლეობას საყოველთაო დაზღვევის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას, რაზეც მისივე თქმით, მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია.

აღნიშნულ პროექტში ძირითადად რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები არიან ჩართული, თუმცა მათ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს 15 ექიმი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მედპერსონალიც უერთდება.


აღსანიშნავია, რომ მაკა ბულეიშვილის განმარტებით, ისინი ამ პროექტს საკუთარი ხარჯებით ახორციელებენ.


"რეგიონებში ყოველ შაბათ–კვირას მივდივართ, საკუთარი ხარჯებით მიგვაქვს აპარატურა და შეძლებისდაგვარად პრეპარატებიც"– აცხადებს ბულეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42