"ამ ეტაპზე მარიხუანის კულტივაციის საკითხი არ განიხილება" - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 12:16, 30 Oct, 2018     857

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის, მეორე მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

„იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება იკრძალება მთელ რიგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე, სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ცალკეულ შემთხვევებში და ასევე გათვალისწინებულია მთელი რიგი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევა და ამგვარი უფლებების შეზღუდვა. მიზანი ამ კანონპროექტის გახლავთ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, რომელმაც პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დაუშვა, ჩვენ დავაწესეთ შესაბამისი რეგულაციები-შეზღუდვები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სკოლებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ მოიხმარონ და თუ მოიხმარენ, დაეკისროთ მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს - აქამდე არ ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ისევე როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ იქნება დასჯადი.

ცალკეულ შემთხვევებში გავამკაცრეთ პასუხისმგებლობა, მაგალითად, როდესაც 21 წლამდე ასაკის პირებზე ვსაუბრობთ და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. ცალკეულ შემთხვევებში რეგულაციები საერთოდ არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში დაუშვა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვისთვის, მარიხუანის მოხმარების წახალისებისთვის და გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეგვემუშავებინა ეს კანონპროექტი.

კულტივაციას რაც შეეხება, ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: ამ ეტაპზე, როგორც იცით, ეს კანონპროექტი არ განიხილება. თუ დაიწყებს პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას, ჩვენ ბუნებრივია" ამ პროცესებში ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42