ივანიშვილმა შალვა რამიშვილი გააგდო, ზურაბ ბიგვავას კი შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო - რა ხდებოდა არჩევნების დამთავრების შემდეგ შუშის სასახლეში
პოლიტიკა - 12:21, 30 Oct, 2018     19589

28 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ ბიოგრაფიაში შავი ასოებით შევა. დიახ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა და „ეიდოსნ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საშინელი ფიასკო განიცადა. ქალბატონი ზურაბიშვილის კრახშიც „ოცნებაც“ დარწმუნებული იყო, მაგრამ ერთხანობას „პირველ ჩვენებას აწავებოდა“ და საზოგადოების „დაბოლებას“ გაურკვეველი ორგანზიაციის - „ფსიქოპროექტის“ ასევე, გაურკვეველი ეგზიტპოლის შედეგით ცდილობდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა და რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმათა 53 პროცენტი მოიპოვა, თუმცა ირაკლი კობახიძე მალევე იძულებული გახდა, რომ მეორე ტურის აუცილებლობა ეღიარებინა და ამით ირიბად ისიც აღიარა, რომ „ფსიქოპროექტმა“ ჩაისვარა.

ისე, ყველაფერი რიიგზე რომ ვერ იყო, „ოცნებას“ იქიდანაც შეეტყო, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილი ბობოლა „მეოცნებეები“ საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიშალნენ და, როგორც ხმა გამოვიდა, ეს „სხადნიაკი“ თავად ბიძინა ივანიშვილმა ისე დატოვა, რომ ზურაბიშვილს არც კი დაემშვიდობა.

ამის შემდეგ, როგორც „ნიუპოსტს“ უყვებიან, „ოცნების“ სტაფი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც პიარი აქვთ ჩაბარებული, საგონებელში ჩავარდა. ასევე, ცუდ დღეში აღმოჩნდნენ „ფსიქოპროექტის“ სათავეებთან მდგარი ადამიანები, მათ შორის, ზურაბ ბიგვავა, რომელსაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო.

შუში სასახლეში ასვლა, „ნიუპოსტის“ მონაცემებით, ვერც „ოცნების“ პიარ-ტვინმა, ლაშა ნაცვილიშვილმა გაბედა. ასევე, სადღაც გაუჩინარდა გოგა ხაინდრავა. კოკა ყანდიაშვილმა კი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ 18:00 საათზე, ანუ არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე მიულოცა, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე აღნიშბული პოსტი სოციალური ქსელიდნა წაშალა.

ბიგვავას და ნაცვლიშვილის ბედი ელის შალვა რამიშვილსაც, წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მცდელობა მასაც ჰქონდა, თუმცა "ოცნების" ლიდერმა ის გააგდო/

ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ „ფსიქოპროექტი“ არათუ არსებობსას შეწყვეტს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ წლების განმავლობაში „ოცნების“ პიარისთვის ივანიშვილს ფულს ართმევდა, „ოცნების“ თავმჯდომარის წინაშე პასუხს აგებს, რაც ალბათ, იმაში გამოიხატება, რომ მათ სერიოზული თანხმების უკან დაბრუნება მოუწევთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42