"გრიგოლ ვაშაძე 39.2%, ხოლო სალომე ზურაბიშვილი 37.6% მიიღო" - ოპოზიცია ცესკოს მონაცემთა გაყალბებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 09:51, 30 Oct, 2018     1727
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში ხმათა 39.2% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 37.6%.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველანაირი მანუპულაციით ცდილობს, რომ სახელისუფლო კანდიდატს რაღაცნაირად დაეხმაროს, ყველა შედეგის დათვლით, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია. ვაშაძემ მოიპოვა ხმათა 39.2%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 37.6%. ვაშაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რა თქმა უნდა, თბილისში. თბილისმა გააკეთა მართლაც ღირსეული არჩევანი, ვინაიდან ეს არჩევნები ღირსების არჩევნები იყო და თბილისმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა. იმის მიუხედავად, რომ 08:00 საათიდან ჩვენ ყველა უბნისთვის გვიწევდა ბრძოლა, რადგან გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევები ვნახეთ, თბილისში - ეს იყო კარუსელები ყველა უბანზე, თბილისის უბნებთან მობილიზებული ავტომობილები, საიდანაც ღიად არიგებდნენ ფულს, ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისმა გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირა. ამ უსამართლო ბრძოლაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. თბილისმა უარი უთხრა უსამართლობას, უარი უთხრა განუკითხაობას, უარი უთხრა კრიმინალურ მმართველობას და ამ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას დაუჭირა მხარი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანაქალაქელს, რომ მოვიდა არჩევნებზე და გააკეთა არჩევანი. ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა ამ გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე ორი კვირაა დარჩენილი - დარწუნებული ვარ, თბილისი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42