"მეორე ტურზე წავალ და ხმას ვაშაძეს მივცემ..."- ზურა ჯაფარიძე
პოლიტიკა - 19:47, 29 Oct, 2018     8519
"გირჩი"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ის მეორე ტურზე ხმას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლვაშაძეს მიცემს. მიზეზების შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:


„ვაგრძელებ

ამჯერად მეორე ტურის შესახებ:

3 წელია გირჩი არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში გირჩის მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა

თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე

გირჩის ოფისშიც კი, არასოდეს, არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ

არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას

ამიტომ, ნუ შემე%$თ. აზრი არ აქვს

რაც შეეხება პირადად ჩემ პოზიციას

ვთვლი რომ ვალდებული ვარ ის გავხადო საჯარო

და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ

ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი

ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია ვიდრე მოერე, ჩემთვის არის მასტურბაცია

მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგავს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან

მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე

და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი, და რომლის არჩევის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს

ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს

ამას გავაკეთებ იმიტომ რომ:

1. თუ არსებობს შანსი ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია

2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა - ეს ანომალიაა და არა წესი

შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ“- წერს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42