არჩევნების შემაშფოთებელი შეფასება: საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი აგრესიის სამიზნე გახდა - პოლონეთის სეიმის დელეგაციის წევრებს დაემუქრნენ და ფიზიკურად შეეხნენ
პოლიტიკა - 19:23, 29 Oct, 2018     1632
პოლონეთის სეიმის დელეგაცია გუშინ ჩატარებული არჩევნების შესახებ შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ერთი ნაწილი აგრესიის სამიზნე გახდა.

მეტიც როგორც უცხოელმა დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადეს, დელეგაციის წევრებს დაემუქრნენ და ფიზიკურადაც შეეხნენ.

ეს ყველაფერი კი საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„მინდა გითხრათ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა თავის თავზე განიცადეს აგრესიული მოპყრობა, აგრესიული ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რს იყო პირველი ასეთ შეხება ასეთ ტიპის აგრესიასთან, რომელიც თავს დაატყდათ სეიმისადა სენატის დეპუტატებს,“ - აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც არ გამორჩენიათ დამკვირვებლებს. რამაც მათი შეფასებით, სავარაუდოდ გავლენა იქონია შედეგებზე.

პოლონეთის სეიმის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების თქმით, მათი ყურადღება მიიპყრო ინფორმაციამ, რომელიც მათ მიაწოდეს საერთაშორისო გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

„მათ ხაზი გაუსვეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილის ენით, სავსე იყო ცრუ ინფორმაციებით და სხვადსხვა კანდიდატებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებით გამოირჩეოდა...

საარჩევნო კომიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შედეგად, ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, წინასაარჩევნო კამპანიაში. პირველ რიგში, ეს იყო დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი აზრით, ამ მოქმედებას შეიძლება გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. ჩვენი ყურადღება მიიპყრო თვითონ საარჩევნო უბნების მიმდებარედ, არსებულმა სიტუაციებმა, იმ აგიტაციამ, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენი აზრით, არ არი ეს კარგი, იმიტომ რომ ამას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგზე,“ - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42