არჩევნების მეორე ტური - NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია რეკომენდაციებს ავრცელებს
პოლიტიკა - 18:24, 29 Oct, 2018     979
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია, რომელმაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა, არჩევნების მეორე ტურის წინ შესასრულებელ რეკომენდაციებს ავრცელებს:


„საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებითა და წინასაარჩევნო და არჩევნების დღის დაკვირვებების საფუძველზე, NDI–ის დელეგაცია შემდეგ რეკომენდაციებს გამოსცემს. NDI აღნიშნავს, რომ წინა ანგარიშებში გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა - მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა წერილი გამოსცა და ცესკომ საარჩევნო მოხელეების შერჩევის კრიტერიუმები დააზუსტა. თუმცა, დელეგაცია აღნიშნავს, რომ წინა წლებში გაცემული ბევრი რეკომენდაცია ჯერ სათანადოდ არაა შესრულებული და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი არჩევნების გაუმჯობესებისთვის მათი გათვალისწინება მოხდება.

დელეგაციას მიაჩნია, რომ რეკომენდირებულმა საკანონმდებლო და ტექნიკურმა შესწორებებმა საარჩევნო პროცესებში წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემა შეიძლება მოაგვაროს, თუმცა საქართველოს არჩევნებისთვის ყველაზე სერიოზული დაბრკოლებები კანონით და პროცედურებით ვერ გადაილახება. როგორც აღინიშნა, რესურსების საკითხის მოგვარება - განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება და ამომრჩევლების, შემომწირველებისა და კანდიდატების დაშინება - პოლიტიკურ ნებას საჭიროებს. ეს საკითხები წინა ხელისუფლებების დროსაც პრობლემური იყო და მოქმედების გარეშე შემდეგ არჩევნებზეც პრობლემურად დარჩება. ამ მოჯადოებული წრის გარღვევას არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ამას გარდა, მწარე და აგრესიული მიკერძოებული რიტორიკა, საარჩევნო ინსტიტუტების - როგორიცაა უწყებათაშორისი კომისია - მიმართ დაბალი ნდობა და არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაჟღერებული მუქარა ასევე ცდება საკითხის ტექნიკურად გადაწყვეტის ფარგლებს და საჭიროებს პოლიტიკურ ნებას ყველასგან - მათ შორის: მთავრობა, პარტიები, ინსტიტუტები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება. ამ პრობლემების გადაჭრა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

მეორე ტურის წინ შესასრულებლად NDI შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

* მთავრობის ლიდერებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელშემწყობ გარემოს უნდა დაუჭირონ მხარი;

*საერთაშორისო საზოგადოებამ არასამთავრო ორგანიზაციებზე თავდასხმა ძლიერად და საჯაროდ უნდა დაგმოს, მათი მხარდაჭერა გამოხატოს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მათ როლს გაუსვას ხაზი. მნიშვნელოვანია მეორე ტურისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაფინანსება;

* მეორე ტურისთვის საჯარო მოხელეების ქცევის რეგულირებისთვის მთავრობამ კიდევ ერთი დირექტივა უნდა გამოსცეს და ამ დირექტივას მისი უზრუნველყოფისთვის მკაცრი სანქციები და ზედამხედველობის მექანიზმები დაამატოს;

* შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე ტურამდე ძალადობის თავიდან ასაცილებლად დაკვირვება უნდა განაგრძოს;

* პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ ქცევის კოდექსს, რომლის თანახმად ისინი დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ყველა ფორმისგან თავს შეიკავებენ, ხოლო დამრღვევებს შიდა სანქციებს დააკისრებენ;

* კამპანიებმა და მედიამ დარჩენილ პერიოდში მუქარის რიტორიკისგან და პირადი შეტევებისგან თავი უნდა შეიკავონ და ამის ნაცვლად კანდიდატების პლატფორმასა და ხედვაზე გაამახვილონ ყურადღება;

* მედია მაუწყებლებმა ორ კანდიდატს შორის დამატებითი დებატები უნდა გამართონ. კანდიდატებმა დებატებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და ამომრჩევლებს თავიანთი ხედვა მკაფიოდ გააცნონ.

მნიშვნელოვანია შემდეგი გრძელვადიანი რეკომენდაციების გათვალისწინება:

* პარლამენტმა კანონმდებლობასა ან სამუშაო პროცედურებში ცვლილებების შემუშავებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ პარტიებთან საკონსულტაციო პროცესი უნდა გამართოს, სადაც განხილული იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების რეკომენდაციები - მათ შორის: წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სოციალური მედიის გამოყენების პარამეტრების განსაზღვრა; საჩივრების განხილვის პროცედურების გამარტივება; ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა; მეტი მიუკერძოებელი და კვალიფიციური კანდიდატის მოზიდვის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დახვეწა; და შემაჯამებელი ოქმების შევსების ცხადი წესების გაწერა, განსაკუთრებით რაოდენობრივი შეუსაბამობების შემთხვევაში;

* პოლიტიკურმა პარტიებმა პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ მათი წევრების მხრიდან დაშინების, სიძულვილის ენის გამოყენების, დეზინფორმაციის გავრცელების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები გამოავლინონ და სანქციები დააკისრონ.

* საჯარო მოხელეებისთვის ქცევის წესების განმსაზღვრელი დირექტივა საჭიროა, თუმცა - არასაკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობამ შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმები შეიმუშავოს;

* მთავრობამ ინკლუზიური პროცესის საშუალებით უწყებათაშორისი კომისიის ფორმატს უნდა გადახედოს. სესიები ისე უნდა იყოს სტრუქტურირებული, რომ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნიდეს;

* კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კანონის მოთხოვნების დამაზუსტებელი სახელმძღვანელო პრინციპები (გაიდლაინები) წინასწარ უნდა გამოაქვეყნოს;

* მისასალმებელია უფასო სარეკლამო დრო და მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებს ეს შესაძლებლობა კვლავ მიეცეთ. თუმცა მედია საშუალებებისთვის ტვირთის შემსუბუქებისთვის და ხარჯის დაფარვისთვის სახელმწიფომ შესაბამისი დაფინანსება უნდა გამოყოს;

* ეთნიკური უმცირესობების თემებში საარჩევნო და პოლიტიკური ცნობიერების გაზრდისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა და არჩეულმა თანამდებობის პირებმა წლის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრები უნდა გამართონ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე;

*ეთნიკური უმცირესობების თემების უკეთესად ინფორმირებისთვის და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის, მათ ენაზე მედია საშუალებების დაფინანსება უნდა გამოიყოს;

* საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არსებითი საჩივრები საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს და მხოლოდ პროცედურული მიზეზების გამო საჩივრების განხილვაზე უარის თქმას თავი აარიდოს, რითიც პატივი უნდა სცეს კანონის სიტყვას და სულისკვეთებას;

* პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რესურსები და საგამოძიებო უფლებამოსილება გააძლიეროს და ვადები გაზარდოს, იმისთვის, რომ აუდიტის სამსახურმა კამპანიის შემოწირულობებისა და დანახარჯების შესაბამისი და მრავლისმომცველი მონიტორინგი განახორციელოს.“- ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42