პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მეორე ტური არსი ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ გიორგი მარგველაშვილმა სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ.
"მინდა დავიწყო მადლობით ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებიც, ათობით და ათასობით ადამიანი, ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი გაკეთებულიყო კანონის ფარგლებში.
არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ ის ხარვეზები რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყაუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არამედ მეორე ტურზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ამომრჩეველს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა:
„ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის. ძალაუფლების წყარო ხალხია და არავის უნდა დაეზაროს პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება. მნიშვნელოვანია, რომ იმავე მოცულობით იყოს წარმოდგენილი სადამკვირვებლო მისიები მეორე ტურის არჩევნების დროს." - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






