რა ღირს საქართველოში ადვოკატის მომსახურება?
პოზიცია - 20:59, 06 Sep, 2013     10878

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადვოკატი კლიენტისაგან ითხოვს ისეთი ოდენობით თანხას, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ გაწეულ მომსახურებასა და საქმის საბოლოო შედეგს, რაც ხდება უკმაყოფილებისა და ადვოკატის უარყოფითი იმიჯის ჩამოყალიბების მიზეზი. მეორეს მხრივ, მომსახურების უსაფუძვლოდ დიდი საფასური არც თუ ისე იშვიათად ხდება კლიენტის მიერ ადვოკატზე უარის თქმის საფუძველი, რითაც ირღვევა დაცვის უფლება – ადამიანს სამართლებრივი დახმარების გარეშე მოუწევს სასამართლოში თავისი ინტერესების დაცვა.



ზოგადი შეხედულების მიხედვით საადვოკატო საქმიანობა დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი პროფესიაა, ადვოკატი მომსახურებას ახორციელებს როგორც კერძო პირი, რისთვისაც მას უხდიან საფასურს. ამ შეხედულებაში რა თქმა უნდა სადავო არაფერია, მაგრამ დაცვის კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი გვაფიქრებინებს გარკვეული დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე მომსახურების საფასურთან დაკავშირებით.

რეფორმატორთა კლუბის აზრით, აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც დაიცავს ბალანსს ადამიანის უფლებების დაცვასა და ადვოკატის დამოუკიდებლობას შორის. უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით, (განსაკუთრებით ყურადსაღებია ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითი), გთავაზობთ საადვოკატო მომსახურების საფასურის შედგენის პრინციპს, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:

 

– ადვოკატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება (ტრასნპორტი, მტკიცებულებების მოძიება)

– ანაზღაურება საპროცესო მოქმედებებსა (დაკითხვა, დათვალიერება) და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის მიხედვით

– ანაზღაურება საქმის საბოლოო შედეგის მიხედვით

შედეგისა და პროცესებში მონაწილეობის მიხედვით საფასურის განაკვეთი დამოკიდებულია თვით საქმის სირთულეზე/ბრალდების სიმძიმეზე. საფასურის გადახდის დროს განსაზღვრავენ ადვოკატი და კლიენტი ხელშეკრულებით. ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ საფასურის კონკრეტული ოდენობებზე საუბრისაგან, ვინაიდან ეს კომპლექსური კვლევის საგანია.


რეფორმატორთა კლუბის მოსაზრებით, საადვოკატო მომსახურების საფასურის რეგულირების მექანიზმის შედეგად:

– გაიზრდება კლიენტის ინფორმირებულობის დონე დაქირავებული ადვოკატის საქმიანობის შესახებ, ვინაიდან წინასწარ ეცოდინება კონკრეტულად რაში იხდის ფულს;

– გაიზრდება ადვოკატის მომსახურების ხარისხი, ვინაიდან დაინტერესებული იქნება მეტი აქტივობის შედეგად მიიღოს მეტი გასამრჯელო;

– კლიენტებსა და ადვოკატებს შორის შემცირდება კონფლიქტური ინციდენტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ზოგადად ადვოკატის იმიჯის ამაღლებას საზოგადოებაში;

– შემცირდება ადამიანის დაცვის უფლების დარღვევის რისკი


ირაკლი კობიძე

"რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42