ნინო ბურჯანაძის თქმით, „გუშინ უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში".
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა მძიმე ვითარების წინაშე დააყენა.
„ამ პროცესებმა მე დამანახა ის, რაზეც ვლაპარაკობდი 2012 წლიდან, უფრო 2013 წლიდან მოყოლებული. რაზეც ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს. მე ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებამ, დღეს გადაახდევინა ბიძინა ივანიშვილს ფასი იმ დამარცხებით, რომელიც მან იწვნია. ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე და მან ეს უნდა გაითავისოს და უნდა ხვდებოდეს, წესით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინ, რეალურად, უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






