ნერვების ომი პარლამენტში - "რჩევებს გვაძლევთ ქალბატონო ელენე? არ გვინდა თქვენი რჩევები"- ხმაური და დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე (ვიდეო)
პოლიტიკა - 16:32, 29 Oct, 2018     3586
ხმაური და დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - მმართველი გუნდი არჩევნების შედეგებით გაღიზიანებას ვერ მალავს.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ მოახერხა ის რომ დემოკრატიულ გარემოში ჩაეტარებინა არჩევნები.

„როდესაც ხელისუფლება ამ ცდუნებას უძლებს, რომ არც ერთი ბიულეტენი არ გააყალბოს და არც ერთი ხმა არ გააყალბოს და არც ერთი ხმა არ დაკარგოს. მე არ მგონია, რომ დამარცხების განცდა უნდა ჰქონდეს იმ მოცემულობაში, როდესაც მეორე ტური უნდა ჩაატარო, რაც მგონია, რომ დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესია. დამარცხებულის განცდა უნდა ჰქონოდა 2008 წელს სააკაშვილს, როდესაც ჩვენ მოვუგეთ მას საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ გააყალბა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის რაზეც საუბრობდა ეკა ბესელია იძლევა ერთადერთი დასკვნის საშულებას, რომ გუშინ მმართველმა გუნდმა ვერანაირი გაკვეთილი ვერ მიიღო.

ეკა ბესელიას უპასუხა ელენე ხოშტარიამაც. მისი თქმით, მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ ახლა საზოგადოებას იმის მოსმენა არ სჭირდება, რამდენად ცუდები არიან ოპოზიციის წევრები.

„რჩევებს გვაძლევთ ქალბატონო ელენე? არ გვინდა ეს თქვენი რჩევები რა,“-მიმართა ეკა ბესელიამ ხოშტარიას, რაზეც მან უპასუხა, რომ ის საუბრობს ქვეყნის საჭიროებებზე.

„ქალბატონო ეკა, თქვენ პირადად კი არ გირჩევთ, ქვეყანას რაც სჭირდება იმაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, ვის ვესაუბრები. ადამიანების არჩევანს ვცემ უბრალოდ პატივს. მეტს აღარ მოგაცდენთ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით კი, არჩევნები მოიგო ნათელმა ძალამ და გაიმარჯვა სიბნელეზე.

„როდესაც თქვენ ამბობთ ნათელსა და ბნელზე, სწორედ ბნელი მმართველობა დამარცხდა გუშინ.

თუ თქვენ ეს დღემდე ვერ გააცნობიერეთ, მაშინ ისე გაქრებით, ჩამოხმებით და დაჭკნებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი თაიგული, რომელიც გუშინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს. წყალში ჩადებაც დაგავიწყდათ იმ ზეიმის პერიოდში და ისე ჩამოჭკნა როგორც „ქართული ოცნება“ არის დღეს მიმავალი პოლიტიკურ სამარეში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის ნაწილმა ბიუროს სხდომა პორტეტსტის ნიშნად დატოვა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42