შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგე, რომ ასეთი ნეგატიური თავდასხმა მოხდა სამოქალაქო სექტორზე - NDI-ის დამკვირვებლები
პოლიტიკა - 16:22, 29 Oct, 2018     1449
"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მთავარი ყურადღება საარჩევნო პერიოდში სამოქალაქო სექტორის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გაამახვილეს.

„თვალშისაცემი იყო ის, რომ გარემო მთლიანობაში მაინც იყო საკმაოდ ნეგატიური. ძალიან მნიშვნელოვანია რასაკვირველია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციების მიმართ ისეთი ნეგატიური შეტევა იყო, რამაც რასაკვირველია თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. ამაზე განსაკუთრებით გავლენა მოახდინა მაგალითად, სავარაუდო კორუფციის შედეგებმა,“ - განაცხადა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

NDI-ის წარმომადგენლის თქმით, გაოგნებულია სამოქალაქო სექტორზე განხორციელებული შეტევით.

"საკმაოდ გაოცებული ვიყავი, შეიძლება ითქვას შოკირებული კიდევაც, როდესაც გავიგე, რომ ასეთი ნეგატიური თავდასხმა მოხდა სამოქალაქო სექტორზე... უწოდებდნენ უვიცებს, ზოგჯერ ფაშისტებსაც კი, გარდა ამისა, სოციალური მედიითაც იყო გარკვეული შეტევები, რაც მგონი, ნამდვილად არის ის ფაქტი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს," - განაცხადა NDI-ის წარმომადგენელმა.

NDI-ის წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სიტუაციის განმუხტვაში მთავრობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღია.

„რაც ყველაზე თვალში საცემია, ეს არის უარყოფითი რიტორიკა, რომელსაც თან მოჰყვებოდა მწვავე თავდასხმები გარკვეულ კანდიდატებზე და ეს განსაკუთრებით სოციალური მედიითაც აღინიშნებოდა, განსაკუთრებით უარყოფითი და მიუღებელი კრიტიკა, გარდა ამისა, არ იყო იმის ნიშნები, რომ ეს იყო გენდერული თვალსაზრისით მიკერძოებული ან რასისტული გამონათქვამები, ასეთი არ დაფიქსირებულა,“ - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მედიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მედია პოლიტიკური თვალსაზრისით პოლიტიზირებულია.

„ფინანსური მდგრადობა ამ მედიასაშუალებების არის საკითხი, რომელიც მომავალში გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, საკმაოდ მტრულად განწყობილი რიტორიკა, რომელიც რუსთავი 2-ის მიმართ იყო და ასევე, პირველი არხის მიმართ, იბერია, რომელსაც ომეგა ფლობდა, შეწყვიტა მაუწყებლობა სათაო კომპანიის დავალიანებების გამო და მოგეხსენებათ, რომ მოიაზრება როგორც ოპონენტი ამ მთავრობის. რასაკვირველია, არის გარკვეული პრობლემები გამოკვეთილი, მაგრამ ნამდვილად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების სექტორი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის,“ - აღნიშნა NDI-ის წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42