უმრავლესობის წევრი გია ვოლკი თვლის, რომ არჩევნების მეორე ტურში "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველი გაერთიანებულ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
"არამგონია, რომ „ევროპული საქართველოს" ყველა ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს "ნაციონალურ მოძრაობას", ვინაიდან, როცა ეს ჯგუფი გაიყო, ეგონათ, რომ დავით ბაქრაძე და მისი მხარდამჭერები გარკვეულწილად გაემიჯნენ იმ უბედურებას, რაც თავს დააწია საქართველოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამის ჭეშმარიტად სჯეროდათ. არ ვფიქრობ, რომ ყველა დარჩება იმავე აზრზე როცა "ევროპულმა საქართველომ" ასეთი მხარდაჭერა გამოუცხადა "ნაციონალურ მოძრაობას". მეორე - არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც განაწყენებულია და აქედან გამომდინარე, არ გამოვიდა საარჩევნო უბნებთან და ძალიან ბევრია ისეთი, რომელმაც ჩათვალა, რომ გამარჯვება გარანტირებულია. ვფიქრობ, რომ არჩევნების მეორე ტური ამას ყველაფერს გაუკეთებს მობილიზებას" - აღნიშნა გია ვოლკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






