„უკვე ვიცით, რომ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური იქნება. ასე , ძალიან მღელვარე არჩევნები გველის. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უფლება, კიდევ ერთხელ მივიდნენ და ხმა მისცენ მომავალ პრეზიდენტს. ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც მათ ამის შანსი მიეცემათ... ძალიან გთხოვთ მიდით უბანზე და გააკეთეთ არჩევანი, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იმედი გვაქვს, რომ აქტივობა პირველ ტურზე მაღალი იქნება,“ - განაცხადა სტეფან ნიქსმა.
„იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში საარჩევნო გარემო იქნება ძალიან კონკურენტული, ღია და გამჭვირვალე ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება. ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ამერიკელებს, როგორც საქართველოს მეგობრებს და მხარდამჭერებს იმედი გვაქვს, რომ ხალხს საკუთარი არჩევანის გამოყენების საშუალება ექნება, ღია გარემოში, სადაც მათ დაბრკოლება არ ექნებათ პოლიტიკური პარტიების მხრიდან,“ - დასძენს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯონ დიპირო.
მასალის გამოყენების პირობები






