როგორც ბაჩუკი ქარდავა აცხადებს,"ქართული ოცნება" უნდა მიხვდეს, რომ მათი მმართველობა ამოწურულია. მისივე თქმით, ხალხმა ხელისუფლებას გასაგებად უთხრა, რომ მმართველობას უნდა ჩამოცილდნენ.
„საინტერესოა ის, რომ თუ 2017 წლის არჩევნების მონაცემებს შევადარებთ, მონაცემები ახლა შეტრიალდა. რაც „ქართულმა ოცნებამ" შარშან ხმების რაოდენობა მიიღო, ის მიიღო ამ შემთხვევაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ეს არის გუნდა, რომელიც უკვე დაგორებულია და ზვავად ყალიბდება. „ქართული ოცნება" უნდა მიხვდეს ერთ რამეს, რომ მათი მმართველობა ამოწურულია. ხალხმა ხელისუფლებას გასაგებად უთხრა, რომ უნდა ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას, რადგანაც ცვლილებების დროა. ვისმენდი ხელისუფლების წარმომადგენლების მესიჯებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ხალხმა გზავნილი გაუგზავნა. ეს გზავნილი არის - წადით" - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






