„ეს არ არის ის პროცესი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ ქვეყნებში მიღებულ საარჩევნო პრაქტიკას. ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო უბნებზე კომისიის აბსოლუტურად არაკომპეტენტური წევრები იყვნენ, განსაკუთრებით, ოლქის მიერ დანიშნული წევრები, კერძოდ, კომისიის თავჯდომარეები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფთნენ უბნებზე სიმშვიდეს და კომფორტული არჩევნები ჩატარებას. როგორც კი სიტუაცია დაიძაბებოდა, ვითომ სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენლები, უცბად აღმოჩნდებოდნენ ერთ მუშტად შეკრულნი. ოლქის მიერ დანიშნული წევრები აპოლიტიკურები უნდა იყვნენ, მაგრამ გუშნდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საარჩევნო კომისიაში მმართველ პარტიას ჰყავს უმრავლესობა.
მეორე დისკომფორტი ის იყო, რომ საარჩევნო უბნების წინ იდგნენ კოორდინატორები. საერთოდ, კოორდინატორის ინსტიტუტი, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან ეს ტყუილად დახარჯული რესურსი და ფინანსებია - სხედან უბნებთან, ერთი მეორეს რაღაცას ეტყვის, ატყდება ყვირილი და ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა. ყველაზე კარგი კორდინატორები მაინც კანდიდატები არიან - მათ კარგად მიაქვთ ამომრჩევლამდე თავიანთი პროგრამა და სურვილები.“
ამასთნ, საარჩევნო საკითხების ექსპერტი მიიჩნევს, რომ ერთხელ მაინც უნდა ვცადოთ ევროპული არჩევნების ჩტარება. „კარზე არ უნდა მიკაკუნებდეს მილიონი ადამიანი და მეკითხებოდეს, ვის ვაძლევ ხმას. არსებობს მედია, არსებობს შეხვედრის ადგილები და ამომრჩეველი აბსოლუტურად მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარი ვის და ქვეყნის როგორ გეზს დაუჭიროს მხარ,“ - ამბობს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






