სუბარის უწყება: მერაბიშვილი ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს
საზოგადოება - 20:06, 06 Sep, 2013     1250

დღეს, სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში სამოქალაქო ჯანდაცვის ექიმ-სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კონსილიუმმა ი. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მას ბოლო კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, მიმდინარე წლის ივლისში ჩაუტარდა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადამოწმდა.

კონსილიუმში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპევტი და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი, დაწესებულების მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი და აშშ-სა და საქართველოში მოღვაწე ექიმი-თერაპევტი, ჰოსპიტალისტი გრიგოლ ხურციძე, რომელიც ბრალდებულის ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირია.

ი.მერაბიშვილს განმეორებით ჩაუტარდა გამოკვლევები. შეფასდა მის სამედიცინო ისტორიაში არსებული ანამნეზური და კლინიკური მონაცემები. ექიმებმა მოამზადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს.

რაც შეეხება რეკომენდებულ, დამატებით ამბულატორიულ გამოკვლევებს, ბრალდებულს ყველა გამოკვლევა გეგმიურად ჩაუტარდება ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული მოთხოვნის საფუძველზე.

ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ პაციენტის წერილობითი თანხმობით ვრცელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42