„ასეთი „შემოლაწუნება“ ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა“ - რომან კაკულია
პოლიტიკა - 13:45, 29 Oct, 2018     1593

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. დეპუტატმა რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გაცცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ „ასეთი შემოლაწუნება მმართველ გუნდს ნამდვილად სჭირდება:

„ცნობილი გამონათქვამი „რაც მოგივა, დავითაო...“, ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალური ახლა ჩვენი გუნდისთვის არის. თუ ამას გავაცნობიერებთ, არაფერი დაკარგული არ არის, ყველაფერი თავის ადგილზე შეიძლება დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ შედეგები ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი შურისძიება „ქართული ოცნების“ მიმართ იმ ამომრჩევლების მხრიდან, რომლებიც მისივე ამომრჩევლები იყვნენ და 2012 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის იმედგაცრუება განიცადეს. ჩემი აზრით, ეს შედეგი განაპირობა მათი აქტივობის ნაკლებობამ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების რაღაც მნიშვნელოვანმა მატებამ. ეს არის ძირითადი მიზეზი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე ვფიქრობ, რომ „შემოლაწუნება“ ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა. მთავარია, რომ ახლა დავსხდეთ და მომხდარის სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენს გუნდში ეს პროცესი დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაც ამ პროცესის დაწყებას უკავშირდება. ის რაც მოხდა, ჩემთვის პოზიტივია. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ნიშნავს მაქსიმალურ ადეკვატურობას. მეორე ტურამდე ჩვენ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად გულახდილათ ავხსნათ ყველა იმ წარუმატებელი ნაბიჯის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები.

ადეკვატურობა არ ნიშნავს მაქსიმალურ თანხვედრას საზოგადოებაში არსებულ განწყობებთან და მასთან დაახლოვებას. თუ შენ ილუზიაში ჩავარდი და ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას ეს მოსდიოდა 90-იანი წლებიდან. რაღაც მომენტში გაგვეპარა ადეკვატურობის აღქმა და საზოგადოებას სათანადოდ ვერ ვუხსნიდით ობიექტურ მიზეზებს... შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო ვიღაცები დაერწმუნებინა, რომ ამ შემთხვევებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო, რასაც მე არ ვეთანხმები. კორუფციაც შემოვიდა სადღაც, ადამიანის უფლებებიც დაირღვა, შეცდომებიც დაიშვა, ეკონომიკაშიც ვერ მივიტანეთ ის, რასაც დავპირდით საზოგადოებას და ვერ ავუხსენით, თუ რატომ ვერ შევძელით ეს. ოპოზიციამ შეძლო ფაქტების ტენდენციად წარმოჩენა. ეს ორი ძალიან განსხვავებული რამ არის, რასაც ერთმანეთისგან მხოლოდ ძალიან დაკვირვებული ამომრჩეველი განასხვავებს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42