საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილის პრესცენტრი ამომრჩეველს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.
"პირველ საზოგადოებრივთან 24 ოქტომბერს კარგი გზავნილით მივედით თეიმურაზ შაშაიშვილის მომხრეები. მე რომ ოცნების PR ტექნოლოგი ვყოფილიყავი, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი და სალომე თუ სხვა კანდიდატებთან დაჯდებოდა, იმ წუთიდან მისი რეიტინგი მინიმუმ 3% ით მოიმატებდა....
ბაქრაძეს ვესაუბრე საზმაუსთან, ვაშაძესაც, მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატი შეაპარეს ისე, რომ ვერ შევხვედროდით. ჩაგვწერეს, ალბათ სუს ში და ოცნების შტაბში განსახილველად, თორემ ეთერში არ გაუშვიათ.
რას ვითხოვდით ?! არაკვალიფიციურ სუბიექტებთან დებატებზე თანხმობას.
ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელიც მხოლოდ ნაციონალთან დებატობს, კიდეც დარჩა მათ პირისპირ მარტოკა.
მე კი, ამომრჩეველი , ყოველთვის ვეტყვი იმ კანდიდატს უარს, რომელიც ივანიშვილის ან ვინმე მსგავსის მხარდაჭერის იმედად საზოგადოებას და მის დაკვეთას უგულველყოფს და კონკურენტებს პატივს არ სცემს. ის მომავალში არც რიგით მოქალაქესთან ურთიერთობაში ივარგებს და ამომრჩეველმა ეს კარგად იცის.
PR ტექნოლოგიაა, მაგრამ არა სიცრუეზე აგებული, ის საზოგადოების დაკვეთაზე უნდა აიგოს, ეს არ იცით.
არჩევნები - სიცრუესა და უგულველყოფაზე პასუხია. არც ეს იცით.
იმედია, მომავალში მაინც გაითვალისწინებთ" - აღნიშნულია თემურ შაშიაშვილის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






