პატარკაციშვილები ლიცენზიას "იბერია TV"-ს გადასცემენ
საზოგადოება - 20:03, 06 Sep, 2013     1040
ამის შესახებ პატარკაციშვილების ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი წინა ხელისუფლების დროს ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და როგორ ცდილობდა იმჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაზე კონტროლის დაწესებას და მისი აქტივების ხელში ჩაგდებას.

 

ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჯოზეფ კეის გამოყენებით, მათ მოახერხეს და დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა, ჩააყენეს სახელისუფლებო პროპაგანდის სამსახურში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანიის ე.წ. მფლობელები იძულებული გახდნენ დაებრუნებინათ არხი კანონიერი მესაკუთრისთვის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედია-ჰოლდინგის აქტივების დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან ის უკვე გასხვისებული ან/და მითვისებული იყო იმ პირების მიერ, ვისი მეშვეობითაც ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო და წლების განმავლობაში აკონტროლებდა ტელეკომპანიას. გვსურს ასევე საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შემდეგ ჰოლდინგის საკუთრებაში აღმოჩნდა #106 ლიცენზია, რომელიც როგორც ირკვევა, წარსულში "იბერია TV"-ს საკუთრებას წარმოადგენდა.

 

ამდენად, მოცემულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯოზეფ კეის და მსგავსი ელემენტების გამოყენებით, იმჟამინდელი ხელისუფლება ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით აკონტროლებდა "ტელეიმედს" და ამავდროულად ფლობდა აღნიშნულ ლიცენზიას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უცხო არ არის იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი ემისრების ქმედებების ფორმები და ამგვარი ქმედებების შედეგად მიღებული უსამართლობის და განუკითხაობის განცდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მზად ვართ, კეთილი ნების საფუძველზე, გადავცეთ #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს.

 

და ბოლოს, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია ზიანი, რომელიც ჩვენს ოჯახს მიადგა ძველი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ვიბრძოდით და თუ ეს აუცილებელი იქნება, მომავალშიც ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლიანობისთვის და არასოდეს შევეცდებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდებას. ასევე, გვსურს გვწამდეს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციებითა და საყოველთაოდ ცნობილი თაღლითების წახალისებით სხვათა საკუთრების ხელყოფას ახერხებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42