„გილოცავთ, ღირსების არჩევნები შედგა“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 12:25, 29 Oct, 2018     1452

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - საქართველოს მოსახლეობამ პირველ ტურშ პრეზიდენტი ვერ აირჩია, მეორე ტურში იბრძოლებენ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძემ აღნიშNულ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე სიაუბრა და განაცხადა, რომ გუშინ ღირსების არჩევნები შედგა:

„გილოცავთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ღირსების არჩევნები შედგა, მიუხედავად ტონობით ფულისა, რომელიც დახარჯა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა და მცდელობისა, რომ თავისი არარსებული კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, მათ ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ პარალელურად ვითვლით ოქმებს, ჯერ არაფერი დამთავრებული არ არის. მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც საუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია, ღირსების არცევნებშ საქართველოს მოქალაქეებმა, თავისი მტკიცე პოზიცია გამოავლინეს. დიდი მადლობა ყველას, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომლებმაც თავდადებულად იმუშავეს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა და რომელსაც თავისი ქვეყნის ბედი აღელვებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიმუშავებთ მტკიცედ და თავდადებულად, როგორც ამას ვაკეთებდით პირველ ტურში“, - განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევე რთხელ გადაუხადა მადლობა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მას მეორე ტურისთვის მხარდაჭერა გამოუცხადეს:

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა „ევროპულ საქართველოს“, ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტის პოლიტიკური ჟესტი გააკეთა გუშინ და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „რესპუბლიკურ პატიას“, რომლის წარმომადგენელსაც გუშინ გვიან ღამით შევხვდი, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას მალე გააკეთებენ, ამის მოთმენა რაც ქვეყანაშ ხდება, არ შეიძლება, თუ პოლიტიკურ პარტიის წევრებს და მის ხელმძღვანელობას თავისი ქვეყანა უყვართ“, - აღნიშნა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42