გრიგოლ ვაშაძე 38.5%, სალომე ზურაბიშვილი 37.6% - „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები
პოლიტიკა - 10:40, 29 Oct, 2018     1741
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. „სამართლიანი არჩევნები“ მადლობას უხდის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულ თითოეულ დამკვირვებელს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. კენჭისყრის პროცესის მსგავსად, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში დაფიქსირდა რიგი დარღვევები, როგორიცაა შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობას შორის დისბალანსი, დოკუმენტების დალუქვის წესის დარღვევა. ცალკეულ უბნებზე ბიულეტენები, რომლებზეც ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა, არასწორად გააბათილეს.
ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 73 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 82 საოლქო საარჩევნო კომისიებში.
PVT დაკვირვების შედეგები
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის მსგავსია.
საარჩევნო უბნების 0.6%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.
არჩევნების დღის შედეგები
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99.0%-ისგან.
წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაცემებს PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.0%-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველი შედეგისთვის ცდომილების ზღვარი მითითებულია ცხრილში და ის გამოთვლილია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.

ყველა სხვა კანდიდატის შედეგი 1%-ზე ნაკლებია.

ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების საფუძველზე, „სამართლიან არჩევნებს“ შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%+1 ბარიერი არცერთ კანდიდატს გადაულახავს. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება, ხოლო მეორე ტური გაიმართება გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 36.7%-სა და 38.5% ინტერვალშია. სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შედეგების ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენთა პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 3.2% (+/- 0.2%-ანი სანდოობის ინტერვალით). ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია 2013 წლის საპრეზიდენტო მონაცემთან შედარებით (1.8%).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42