მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შედეგების გაყალბებას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ამას საზოგადოება არ დაუშვებს.
"ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის, რომლის მიხედვითაც 40% აქვს ვაშაძეს და 40% აქვს სალომე ზურაბისვილს და უნდა დაინიშნოს მეორე ტური. რეალური მიცემული ხმებით გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გადასულია მეორე ტურში. ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ მონსტრის, ივანიშვილის დამარცხება. როგორ არ რცხვენიათ რომ აცხადებენ 52 %? თუ ისინი გააგრძელებენ ამ კენჭისყრის შედეგების გაყალბებას. თუ ივანიშვილი შეეცადა მოსტაცოს ხალხს გამარჯვება ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება. ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მერე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






