„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეგზიტპოლების შედეგებითაც ჩანს, რომ გირჩი საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტიაა:
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „გირჩს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „გირჩისთვის“ ეს არის გამარჯვება. ეგზიტპოლს რაც შეეხება, ყველა ფლანგი ცდილობს, შექმნას წინასწარი განწყობა, რომ ისინი არიან გამარჯვებულები. ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ დათვლას, დაახლოებით 10 პროცენტი გვაქვს მოცული, სადაც გვყავს საკუთარი წარმომადგენლები. კომენტარს გავაკეთებთ, როცა გვექნება მეტ-ნაკლები სურათი ჩვენი პარალელური დათვლის. გვგონია, რომ „გირჩს“ უფრო მეტი შედეგი უნდა ჰქონდეს , ვიდრე ვნახეთ ეგზიტპოლებში. ამ შედეგითაც კი, გირჩი არის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტია.” - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






