"რაც უფრო ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მით უფრო მეტი პროვოკაციული ფონის შექმნა ხდება" - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 19:29, 28 Oct, 2018     762

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე ერთი საათით ადრე შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, რაც უფრო ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მით უფრო მეტი პროვოკაციული ფონის შექმნა ხდება.

"ბოლო საათი დარჩა. ბოლო საათის განმავლობაში მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ იმიტომ, რომ რაც მეტად ახლოვდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.

მე შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ. მაგალითად, ბატონი კოტე იოსელიანი მისული იყო ვაკის ოლქში, შექმნა დაძაბული სიტუაცია ხელოვნურად და შეურაცხყოფა მიაყენა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს. ამაზე ბუნებრივია იქნება რეაგირება, ამაში დარწმუნებული ვარ და მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და მათზე მოახდინონ რეაგირება.

ლილე ლიპარტელიანი, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მათი დეპუტატი საკრებულოში, კრწანისის უბნებზე გადაადგილდება და უხეშად ერევა უბნის საქმიანობაში და აფერხებს პროცესს. ასეთი შემთხვევები, ბევრი რომ არ გავაგრძელო , მრავლად არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ამ პროვოკაციული მოქმედებებისა, საბოლოო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო საათია დარჩენილი და ის სავარაუდო შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას ჩვენი ინფორმაციით და ეს არის ქალბატონი სალომეს პირველი ტურში გამარჯვების შანსი და ამაზე ყველა მონაცემი მეტყველებს, რომ შევინარჩუნოთ საჭიროა აქტიურობა ბოლო წუთამდე. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, თუკი ვინმე კიდევ არის სახლში, ამ შედეგის შესანარჩუნებლად ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ამისათვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, ასევე არ შეიძლება უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს ძალიან დიდი მოთმინებისათვის, ძალიან დიდი სიმყარისათვის და კანონის ფარგლებში მოქმედებისათვის" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42