გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებში ამ დრომდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა:
„ჩვენი გამარჯვების დაფიქსირებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და რა თქმა უნდა, მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება. ჩვენ მთელი დღის მანძილზე, ჩვენს მიერ შექმნილი უნიკალური სისტემის შედეგად, დავადგინეთ, აღმოვაჩინეთ და აღვკვეთეთ არა ერთი გაყალბების მცდელობის ფაქტი. ამომრჩევლის მოსყიდვის ფატები, კარუსელის დატრიალები ფაქტები და ასე შემდეგ და მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ და ვუთხრა, რომ ხელი აიღეთ გაყალბებიდან, მით უმეტეს, ის განცხადებები, რასაც თქვენი შტაბიდან აკეთებთ, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობისგან, რაც ახლა საარჩევნო უბნებში არის იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი გადაწყვეტილება მიიღეს. მიიღეს და მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, ზეწოლისა თქვენი მხრიდან, პირდაპირ ფულით მოსყიდვისა, დარწმუნებული ვარ შედეგები იქნება ისეთი, როგორიც უნდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ჩვენ დავიწყებთ მართლაც, განვითარების სრულიად ახალ ეტაპს ქვეყანაში.
აქვე მინდა აღვნიშნო ფაქტი, რომ ახლა შეინიშნება საკმაოდ დიდი მობილიზება შტაბებთან და საარჩევნო უბნებთან, შავი ჯიპების, მანქანების, მაგალითად ბოლნისში და სხვა რაიონებში, არ ვიცით რას ამზადებთ შტაბში, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და თავიდან ბოლომდე გამოვავლენთ და აღვკვეთთ ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






