"მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:45, 28 Oct, 2018     745
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს მოუწოდა ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით მთელ რიგ პროვოკაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მთელ რიგ სუბიექტებს, დაიცვან კანონმდებლობის ნორმები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან.

აქვე, გაცნობებთ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, თუმცა რა თქმა უნდა ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე.

შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას.

აქვე ვიტყვით, რომ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც თავს უფლებას აძლევს აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაცხადებულ მონაცემებზე. ამის დასტური იქნება რა თქმა უნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოვაცხადებთ და რაც მთავარია, ამის დასტური იქნება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42