კოორდინატორთან მივიდა ამომრჩეველი, აჩვენა მობილური, შემდეგ სავარაუდოდ თანხა მიიღო - საია მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:24, 28 Oct, 2018     688
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 18:00 საათისთვის კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებს. მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ეს დარღვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

„სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ, ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა, სავარაუდოდ, თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს.

ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს.

დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობა

მარნეულის #18 საუბნო საარჩევნო კომისიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებელი ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლები შეუშვა საუბნო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა სიტყვიერი შენიშვნა მისცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ნაკადის მომწესრიგებელს, თუმცა შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა. ვინაიდან ფაქტები კვლავ გრძელდებოდა, საია-ს დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიისაგან.

მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელმა გადაიღო დარღვევის ამსახველი ვიდეო, აღნიშნულმა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანება და დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას აძევებდა საარჩევნო უბნიდან, რადგან თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება გადაეღო ვიდეო. საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება დაუყოვნებლივ გაპროტესტდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მას შემდეგ რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა საუბნო საარჩევნო კომისიას, კომისიამ გადაიფიქრა საია-ს საუბნო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის გაძევება უბნიდან, თუმცა მოსთხოვა თანხმობის გარეშე არ განახორციელოს გადაღება (წაიკითხეთ ვრცლად);

ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლი

საიას ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შემოვიდა შეტყობინებები, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. საია-ს დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე, რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ განმარტეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან ფლობდნენ მათ საკონტაქტო ნომრებს. მსგავსი ფაქტები აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა", - აცხადებს საია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42