„მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საგანგებო მდგომარეობაზე გადადის
პოლიტიკა - 17:32, 28 Oct, 2018     2863
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, მოძრაობის წევრები გადიან ყველა უბანზე ხმების დასაცავად.


ნიკა მელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ე.წ კარუსელს ატრიალებს და ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს, სახელისუფლებო კანდიდატი მაინც მარცხდება.

„ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად იმისა, რომ რაც კი ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბებები, ამ მასშტაბის მანიპულაციები არასდროს ყოფილა. მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა ადევნებს თვალყურს შემდეგს, თუ როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიყავთ ადამიანები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, დიახაც, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი.

ახლა დარჩა მთავარი, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე თითოეული ქართველის ხმები უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმა ყველა საარჩევნო უბანზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს, ჩაიდინონ სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გშველით და არც გიშველით, იმიტომ რომ კალენდარზე არის 2018 წელი.

მინდა, ვთხოვო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არ მისულა საარჩევნო უბნებზე ყველანი ერთად გამოვცხადდეთ და გამოვხატოთ ჩვენი ნება. ხალხო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში აგებს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარი დარიგდა და ეს ყველაფერი ოპოზიციას აქვს აღბეჭდილი, ეს ყველაფერი არის ვიდეომტკიცებულებებით გამაგრებული და არაფერი მათ აღარ შველით. მთავარია, ახლა არ გავაყალბებინოთ საარჩევნო უბნებზე, არ გადავაწერინოთ პროცენტები და ციფრები. მოგიწოდებთ ყველას, 20:00 საათამდე, ვიდრე დაიხურება უბნები, მივიდეთ ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42